26 აპრილი 2024,   11:01
ვრცლად
მსოფლიო ლეგენდარულ კალათბურთელს კობი ბრაიანტს გლოვობს

მსოფლიო ლეგენდარულ კალათბურთელს კობი ბრაიანტს გლოვობს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში, სპორტსმენის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ბრაიანტის გულშემატკივრებმა კალიფორნიის შტატში კალათბურთელის სპორტულ აკადემიასთან ყვავილები მიიტანეს. კალათბურთელს პატივი მიაგეს იტალიაშიც, სადაც მან ბავშვობის წლები გაატარა.

კობი ბრაიანტი 41 წლის ასაკში ლოს-ანჯელესში მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა კიდევ 8 ადამიანი, მათ შორის ბრაიანტის 13 წლის ქალიშვილი.

დღის ამბები