21 დეკემბერი 2024,   16:14
ვრცლად
"კონგრესმენების წერილები ჩვენთვის მეგობრების მოსაზრებაა, სწორედ ამიტომ ჩავდივართ ვაშინგტონში" - არჩილ თლაკვაძე

კონგრესმენებისა და სენატორების კრიტიკული წერილების შემდეგ არჩილ თალაკვაძის აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტზე ოპოზიციის შეფასებებს თავად პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს. 

"კონგრესმენების წერილებს დამატებითი მთარგმნელები არ სჭირდებათ ოპოზიციიდან, რომლებიც პირველები ახდენენ ხოლმე ამ წერილების ინტერპრეტაციას და მას თარგმნიან რამდენჯერმე იმისათვის, რომ მათთვის საინტერესო სახით მიაწოდონ საზოგადოებას. 

სინამდვილეში ყოველგვარი თარგმნის გარეშე მოცემულობა სხვანაირადაა. საქართველოს პროგრესს დადებითი შეფასება აქვს, როგორც აშშ-ს, ასევე ნატოსა და ევროკავშირის მხრიდან. ეს მათ ოფიციალურ განცხადებებშიც კარგად ჩანს. კონგრესმენების წერილები არის ჩვენთვის მეგობრების მოსაზრება, სწორედ ამიტომ ჩავდივართ ვაშინგტონში, დაველაპარაკებით მათ და აზრებს გავუცვლით," - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებული კრიტიკული წერილების საპასუხოდ, სახელისუფლებო გუნდი გზავნილების ადრესატებთან პირისპირ შეხვედრისთვის ემზადება. 

დღის ამბები