21 დეკემბერი 2024,   16:06
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილს კელი დეგნანმა რწმუნებათა სიგელი გადასცა

აშშ-ს ახალმა ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელი გადასცა. ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს ელჩთან შეხვედრა გამართა და დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

როგორც შეხვედრის შემდეგ კელი დეგნანმა აღნიშნა, მოუთმენლად ელის საკუთარი საქმიანობის დაწყებას და მოხარულია საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრით.

"ჩვენ გვქონდა ძალიან სასიამოვნო დისკუსია ამ ულამაზეს, განახლებულ შენობაში, რომელიც ერთდროულად იტევს საქართველოს და აშშ-ის ისტორიას.

ჩვენ ვისაუბრეთ იმ მრავალ საკითხზე, პროექტსა თუ ინიციატივაზე, რომელზეც ერთად ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ველი თანამშრომლობის გაგრძელებას პრეზიდენტთან, მთავრობასა და ქართველ ხალხთან იმ პრიორიტეტის მიხედვით, რომელიც საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის ხელშეწყობასა და საქართველოსა და აშშ-ს შორის კავშირის გაძლიერებას მოიცავს.

რა თქმა უნდა, რამდენადაც შევძლებთ ჩვენ უნდა ვებრძოლოთ რუსეთისა და სხვა საშიში მოთამაშეების მცდელობას, რათა საფრთხე არ შეექმნას საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს," - აღნიშნა აშშ-ს ელჩმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები