21 დეკემბერი 2024,   16:09
ვრცლად
რეფერენდუმიდან დღემდე - როგორ მივიდა დიდი ბრიტანეთი ბრექსიტამდე

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დღეს ოფიციალურად დატოვებს. ევროპარლამენტმა ბრექსიტის შეთანხმება გუშინ დაამტკიცა. დოკუმენტზე საბოლოო თანხმობა ევროკავშირის საბჭომაც მისცა.

პირველი თებერვლიდან 11 თვიანი გარდამავალი პერიოდი დაიწყება, რომლის განმავლობაშიც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წესებს დაემორჩილება, თუმცა ორგანიზაციის ინსტიტუტებში წარმოდგენილი აღარ იქნება.

47 წლიანი წევრობის შემდეგ, გაერთიანებული სამეფო პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკს დატოვებს.

 

ბრექსიტის ქრონიკა რეფერენდუმიდან დღემდე...  

ბრიტანეტსა და ევოკავშრს შორის ურთიერთობა ყოველთვის რთული იყო, თუმცა ბოლო, მწვავე ფაზა,  არა 2016 წელს,  არამედ 2 წლით ადრე, 2014 წლიდან, ევროკავშირის პარლამენტის არჩევნებიდან იწყება.  

23 ივნისი: 2016

ტარდება რეფერენდუმი ევროკავშირში ბრიტანეთის  წევრობაზე.  ყველასგან მოულოდნელად, ევროკავშირის მოწინააღმდეგეებმა- 51,9% -ით,  48,1%- ის  წინაარმდეგ გაიმარჯვეს. ლონდონი, შოტლანდია და ჩრდილოეთ ირლანდია-  ინგლისის ევროკავშირში წევრობას აძლევს ხმას.  დანარჩენი ინგლისი და უელსი- გასვლის მომხრეა.

24 ივნისი: 2016

პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი, რომელმაც რეფერენდუმი წააგო - თანამდებობას ტოვებს.

11 ივლისი: 2016

კონსერვატიული პარტიის ლიდერად ტერეზა მეი აირჩიეს.

13 ივლისი: 2016

ტერეზა მეი პრემიერ- მინისტრად დაინიშნა.

17 იანვარი:   2017

ტერეზა მეი გამოდის საპროგრამო სიტყვით: ბრიტანეთი გამოვა ევროკავშრის საერთო ბაზრიდან, თუმცა სურს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მასშტაბური, გაბედული და ამბიციური შეთანხმება გააფორმოს.  ევროკავშირის  მომხრეები აღშფოთებულები არიან საერთო ბაზრის ჩაშლის მცდელობით. თავის მხრივ, ევროკავშირი უარყოფს მეის გეგმებს - ჯერ შეთანხმებას გაყრაზე და შემდეგ მოლაპარაკებებს მომავალ თანამშრომლობაზე.

  29 მარტი: 2017

ტერეზე მეი ბრიუსელს უგზავნის ოფიციალურ შეტყობინებას ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ. იწყება კავშირიდან გამოსვლის 2 წლიანი  ათვლა.

 18 აპრილი: 2017

ტერეზა მეი მოულოდნელად აცხადებს  რიგგარეშე არჩევნების შესახებ, იმის იმედით, რომ თემთა პალატაში ტორების უმრავლესობას განამტკიცებს და ხალხისგან  ბრექსიტის მისეული ვარიანტის მხარდაჭერას მოიპოვებს.   

 29 აპრილი: 2017

ევროკავშირის სპეციალური სამიტი ბრიტანეთთან მოალაპარაკებების საერთო პოზიციას ამტკიცებს.

8 ივნისი: 2017

თემთა პალატაში მეის მიერ ჩაფიქრებული რიგგარეშე არჩევნები ტარდება, რომელიც მეიმ ჩაიფიქრა, როგორც მისი დიდი გამარჯვება ხელისუფლების ლოდერის პოსტზე.  ტორები უმრავლესობას კარგავენ.

19 ივნისი: 2017

რეფერენდუმიდან ერთი წლის შემდეგ და ევროკავშირის დატოვების შესახებ გაკეთებული განაცხადიდან თითქმის 3 თვის შემდეგ,  ბრიტანეთისა და ევროკავშირის დელეგაციას შორის მოლაპარაკებები იწყება.

28 თებერვალი: 2018

ევროპული კომისია ბრიტანეთთან მიღწეული შეთანხმების პროექტს აქვეყნებს. შეთანხმებაში საუბარია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ ირლანდია, შესაძლოა, ევროკავშირის საბაჟო სივრცეში დარჩეს, რის გამოც თემთა პალატა ამ შეთანხმებას სამჯერ უარყოფს.

6 ივნისი: 2018

ქალაგარეთ არსებულ ჩეკერსის რეზიდენციაში ხელისუფლების მრავალსაათიან შეხვედრაზე, ტერეზა მეი „ჩეკერსის გეგმაზე“ ზეწოლას ახდენს. გეგმა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლის  შემდეგ, მასთან  მჭიდრო ურთიერთობას ითვალისწინებს. ამ  გეგმას, რომელმაც მეი დააპირპისპირა რადიკალ ბრექსიტელებთან ევროკავშირიც ბლოკავს.

 8 ივნისი: 2018

„ჩეკერსის გეგმის“ წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, თანამდებობას ტოვებენ - ბრექსიტის საქმეების მინისტრი დევიდ დევისი და მისი მოადგილე სტივ ბეიკერი.

18 ივნისი: 2018

ამავე გეგმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, თამანდებობას ტოვებს საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი.  

20 სექტემბერი: 2018

ევროკავშირი ზალცბურგში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე, „ჩეკერსის გეგმაზე“ უარს ამბობს. ევროკავშირის ლიდერები ისევ ამბობენ, რომ ბრიტანეთი კვლავ ცდილობს „მსუყე ლუკმის“ არჩევას ევროკავშირის საერთო ბაზრიდან. ამის გაკეთება კი, არ შეიძლება: ან ქვეყანა საერთო ბაზრის სრულყოფილი ნაწილია და არის გარანტი- თავისუფალი ვაჭრობის, მომსახურების, კაპიტალის და ხალხის. ან ის, ამ ბაზრიდან სრულად გადის.  

17-18 ოქტომბერი: 2018

იმართება ევროკავშირის სამიტი, რომელზეც ბრიტანეთის კავშირიდან გასვლის დამტკიცება იგეგმებოდა. შეთანხმება მზად არ არის.

20 ოქტომბერი: 2018

ლონდონში ბრექსიტის წინააღმდეგ მსვლელობა იმართება, რომელზეც სხვადასხვა მონაცემებით 250- დან 750- ამდე ადამინი გამოვიდა.  

10 ნოემბერი: 2018

თამანდებობას ტოვებს ბორის ჯონსონის ძმა, ტრანპორტის მინისტრის მოადგილე- ჯო ჯონსონი. ძმისგან განსხვავებით, ჯო ჯონსონი აპროტესტებს "დაულაგებელ" ბრექსიტს და მომხრეა ჩატარდეს მეორე რეფერენდუმი.

15 ნოემბერი 2018

ოფიციალურად დასრულდა ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შესახებ მოლაპარაკეკები. პროექტი მზად არს.

15 ნოემბერი 2018

თანამდებობას ტოვებს უკვე ბრექსიტის საქმეების  მეორე მინისტრი - დომენიკ რააბი. ის შეთანხმებითაა უკმაყოფილო. მასთან ერთად, პოსტს ტოვებენ მისივე გუნდის წევრებიც- რააბა სუელა და შრომისა და პენსიის მინისტრი ესტერ მაქვეი.

25 ნოემბერი: 2018

ევროკავშირის ლიდერები სპეციალურ სამიტზე შეთანხმების პროექტს ამტკიცებენ.

11 დეკემბერი: 2018

თემთა პალატაში წარმატების მიღწევის შანსების არარსებობის გამო,  ტერეზა მეი კენჭისყრას გადადებს. დეპუტატების უმრავლესობა განრისხებულია. ისინი აკრიტიკებენ ვითარებას, რომლის მიხედვითაც,  ან, ჩრდილოეთ ირლანდია ან, მთელი ბრიტანეთი ევროკავშირის საბაჟო კავშირში შეიძლება დარჩეს.

 3 დეკემბერი: 2018

კონსერვატიული პარტიის დეპუტატები მეის ნდობის გამოცხადებას ჯენჭს უყრიან, მეი იმარჯვებს და ის პარტიის ლიდერად და პრემიერად რჩება, თუმცა დებს პირობას 2022 წლის არჩევნებამდე წავიდეს.

15 იანვარი: 2019

თემთა პალატამ ევროკავშირთან შეთანხმების პროექტი რეკორდული ხმების რაოდენობით ჩააგდო 432-202

16 იანვარი: 2019

თემთა პალატა ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ინიციატივით ცდილობს ტერეზა მეის გადაყენებას. მცდელობამ მარცხი განიცადა: 325 დეპუტატმა მეის დაუჭირა მხარი და ის პრემიერად დარჩა.

29 იანვარი: 2019

თემთა პალატა ხმას აძლევს 7 შესწორებას, რომელიც დაკავშირებულია ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებასთან, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მხოლოდ პრემიერ-მინისტრის ბრძანებას შეუძლია დაამტკიცოს ევროკავშირისგან "ირლანდიის დაზღვევის ვარიანტის" ახალი ფორმულირება.

ევროკავშირი მტკიცედ პასუხობს, რომ ხელშეკრულებას არ გადახედავს.

18-22 თებერვალი

8 ლეიბორისტი და 3 კონსერვატორი, "ბრექსიტის" მოწინააღმდეგეები, გამოდიან თავისი ფრაქციებიდან და ქმნიან დამოუკიდებელ ჯგუფს და ახალი პარტიის შექმნას აანონსებენ.

11 მარტი: 2019 

ბრიუსელში ტერეზა მეისა და ევროკომისიის ხელმძღვანელის ჟან კლოდ იუნკერის შეხვედრზე სრულდება ბრიტანეთისა და  ევროკავშირის მოლაპარაკებები. ევროკავშირმა როგორც გაცხადებული ჰქონდა, ხელშეკრულებას არ გადახედა, თუმცა დათანხმდა წერილობით დაედასტურებინა, რომ არ აპირებს "ირლანდიის დაზღვევის ვარიანტის" ხაფანგის გამოყენებას.

12 მარტი: 2019

თემთა პალატაზე მოლაპარაკებების შედეგებმა დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და უკვე მეორედ გამანადგურებელი ანგარიშით  392/242 აგდებს ევროკავშირის დატოვების შესახებ პროექტს.

13 მარტი: 2019

თემთა პალატა იღებს იურიდიულად არასავალდებულო, მაგრამ პოლიტიკურად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის შეთანხმების გარეშე გასვლას კრძალავს.

14 მარტი: 2019

თემთა პალატა იღებს იურიდიულად არასავალდებულო,მაგრამ პოლიტიკურად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რომელიც მთავრობას ავალებს, ევროკავშირისგან Brexit– ის გადადება მოითხოვოს.

20 მარტი: 2019

ტერეზა მეი ევროკავშირს სთხოვს ბრექსიტი 2019 წლის 29 მარტიდან 30 ივნისს გადაიტანოს.

21 მარტი: 2019

ევროკავშირმა გადაწყვიტა ბრიტანეთს გასვლა გადაუვადოს 22 მაისამდე, იმ პირობით, რომ ბრიტანეთის პარლამენტი გასვლასთან დაკავშირებით შეთანხმებას 12 აპრილამდე მიიღებს.

23 მარტი: 2019

ლონდონში ტარდება დიდი მსვლელობა ბრექსიტის წინააღმდეგ - სხვადასხვა შეფასებებით მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო 300 ათასიდან 1მილიონამდე მონაწილემ.

27 მარტი: 2019

მარცხი განიცადა თემთა პალატის მცდელობამ ბრექსიტის მოქმედების ვარიანტი დამოუკიდებლად მოეძებნათ.  შეთავაზებული 8 წინადადებიდან - "ხისტი ბრექსიტიდან" დაწყებული მისი გაუქმებით დამთავრებული - ხმების უმრავლესობას ვერ იღებს.

27 მარტი: 2019

ტერეზა მეი, რომელიც ცდილობს გადაარწმუნოს ოპონენტი დეპუტატები საკუთარი კონსერვატიული პარტიიდან, მათ ჰპირდება, რომ  მალე გადადგება, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი  ევროკავშირის დატოვების შესახებ შეთანხმებას მხარს დაუჭერს.

29მარტი: 2019

იმ დღეს, როდესაც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლა უნდა მომხდარიყო, თემთა პალატა მესამედ უარყოფს ევროკავშირთან შეთანხმების პროექტს, ხმების შეფარდებით 344-286. ევროკავშირი საგანგებო სამიტს ნიშნავს 10 აპრილისთვის.

1 აპრილი: 2019

მარცხს განიცდის თემთა პალატის მეორე მცდელობაც, რომ ბრექსიტის მოქმედების ვარიანტი დამოუკიდებლად მოეძებნათ.  4 წინადადებიდან უმრავლესობა ვერც ერთმა ვერ მოიპოვა.

2 აპრილი: 2019

საგანგებო სხდომის შემდეგ, რომელიც რამდენიმე საათი გაგრძელდა, ტერეზა მეის მთავრობა აცხადებს, რომ ევროკავშირს მოკლევადიან გადადებას კიდევ ერთხელ სთხოვს.

5 აპრილი: 2019

ტერეზა მეი სთხოვს ევროკავშირს იმის შესახებ, რაზეც უარი ევროკავშირისგან ერთხელ უკვე მიიღო - ბრექსიტის გადადება 30 ივნისამდე.

10 აპრილი: 2019

ევროკავშირი საგანგებო სამიტზე იღებს გადაწყვეტილებას, რომ მისცეს დიდ ბრიტანეთს "მოქნილი გადავადება" 2019 წლის 31 ოქტომბრამდე, "მოქნილობა" გამოიხატება იმაში, რომ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლა ამ თარიღამდეც შეეძლება, თუ მისი პარლამენტი გასვლასთან დაკავშირებით შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს.

23 მაისი: 2019

ბრიტანეთი იძულებულია ჩაატაროს ევროპარლამენტის თავისი წილი დეპუტატების არჩევნები. ორივე მთავარი პარტია ტორები და ლეიბორისტები ნოკდაუნში აღმოჩნდნენ. ხმები და მანდატების ლომის წილს იღებენ პარტიები, რომლებსაც ევროკავშირთან მიმართებაში მკაფიო პოზიცია აქვთ, ნაიჯელ ფარაჯას ახალი "ბრექსიტის პარტია" ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ლიბერალ-დემოკრატები, მწვანეები და შოტლანდიელები.

24 მაისი: 2019 

ტერეზა მეი, რომელიც უკვე ყველასგან უმოწყალოდ გაკრიტიკებულია, აცხადებს, რომ 7 ივნისს კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობას დატოვებს, ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ კი, მას პრემიერის სავარძელსაც დაუთმობს. სიტყვით გამოსვლისას ტერეზა მეი ლამის ატირდა.

23 ივლისი: 2019

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, რომელშიც მონაწილეობა კონსერვატიული პარტიის 140 ათასამდე წევრმა მიიღო, პარტიის ლიდერი გახდა ლონდონის ყოფილი მერი და საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, ევროკავშირიდან გასვლის კამპანიის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ჯონსონი. ის პირობას დებს, რომ გადაწერს ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებას და თუ არ გამოვა, ის ქვეყანას 31 ოქტომბერს ევროკავშირიდან მაინც გაიყვანს, თუნდაც შეთანხმების გარეშე. ჯონსონის ოპონენტები აცხადებენ, ერთიც და მეორეც შეუძლებელია,  პირველი- ევროკავშირთან არაა შეთანხმებული, მეორეს კი- თემთა პალატა არ დათანხმდება.

24 ივლისი: 2019

დედოფალი ელისაბედ მეორე თანხმდება  ტერეზა მეის გადადგომას და მთავრობის ხელმძღვანელად ბორის ჯონსონს ნიშნავს. ჯონსონი დაუყოვნებლივ აყალიბებს ახალ მინისტრთა კაბინეტს იმ პირებისგან, რომლებიც მისი აზრით, მხარს უჭერენ მის კურსს ხისტ ბრექსიტთან დაკავშირებით.

28 აგვისტო 2019

არდადეგებიდან დაბრუნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბორის ჯონსონი ე.წ. პროროგაციას აცხადებს - პარლამენტის მუშაობის შეჩერება 5 კვირის განმავლობაში, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.  გადაწყვეტილება ჯონსონის ოპონენტებს შორის აღშფოთებას იწვევს,  ის ირწმუნება, რომ შესვენება საჭიროა  მთავრობის საკანონმდებლო პროგრამის მოსამზადებლად. ოპონენტები ამტკიცებენ, რომ პრემიერ -მინისტრს სურს თემთა პალატას ჩამოართვას შესაძლებლობა, ხელი შეუშალოს „ხისტ ბრექსიტს“ და  ჯონსონს დემოკრატიული საფუძვლების შელახვასა და დედოფლის პოლიტიკაში ჩათრევაში ადანაშაულებენ (პროროგაციას დედოფალი აცხადებს, მაგრამ ამას აკეთებს ავტომატურად, ასრულებს რა პრემიერ-მინისტრის სურვილს).

4 სექტემბერი: 2019

პროროგაციის პირობებმა თემთა პალატას რამდენიმე სამუშაო დღე მაინც დაუტოვა სექტემბრის დასწყისში და ოპოზიციურმა უმრავლესობამ 4 სექტემბერს ერთ დღეში ბორის ჯონსონს ორი დარტყმა მიაყენა: მიიღო კანონი, რომელიც "ხისტ ბრექსიტს" კრძალავდა და პრემიერ-მინისტრს პირდაპირ ავალებდა, რომ ევროკავშირისთვის ბრიტანეთის გასვლის ახალი თარიღი 2020 წლის 31 იანვარი მოეთხოვა, ასევე უარი ითქვა ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე ჯონსონისთვის ხელსაყრელ დროს.

28 სექტემბერი: 2019

ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ რომელმაც პროროგაციის საკითხი განიხილა უნიკალური გადაწყვეტილება მიიღო, მოსამართლეებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ  ჯონსონმა უკანონოდ გააგზავნა პარლამენტი ხანგრძლივ შესვენებაზე ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის წინ. ჯონსონის ოპონენტებმა განაცხადეს, რომ პრემიერი ამ შემთხვევის შემდეგ, თანამდებობიდან უნდა წავიდეს,  თუმცა ჯონსონი არ წავიდა.

17 ოქტომბერი: 2019

ბრიტანეთის დელეგაცია და ევროკავშირი, ევროკავშირის სამიტის ბოლო მომენტში ახერხებენ მოლაპარაკებას  გასვლის შეთანხმების ახალ ვარიანტზე - კერძოდ, ჩრდილოეთ ირლანდიისა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის საზღვრის პრობლემის ახალ გადაწყვეტაზე. ჩრდილოეთ ირლანდია მოლაპარაკებების თანახმად ნაწილობრივ რჩებოდა ევროკავშირის საბაჟო სივრცეში.

19 ოქტომბერი: 2019

ბორის ჯონსონი, პარლამენტის გადაწყვეტილებას ემორჩილება და ევროკავშირში აგზავნის თხოვნას "ბრექსიტის" გადადებასთან დაკავშირებით, მაგრამ თან ურთავს მეორე წერილსაც, რომელშიც იტყობინება რომ გადადებას შეცდომად თვლის.

28 ოქტომბერი: 2019

ევროკავშირი დათანხმდა ბრიტანეთის თხოვნას რომ გასვლა 3 თვით 2019 წლის 31 იანვრამდე გადადებულიყო.

29 ოქტომბერი: 2019

ევროკავშირიდან გასვლის გადავადებისა და ხისტი "ბრექსიტის" საფრთხის აღმოფხვრის შემდეგ თემთა პალატის უმრავლესობა ვადამდელ არჩევნებს დათანხმდა. მთავრობის წინადადებას, რომ არჩევნები 12 დეკემბერს ჩატარებულიყო მხარი დაუჭირა 428 დეპუტატმა, წინააღმდეგ კი მხოლოდ 10 წავიდა.

12 დეკემბერი: 2019 წელი

კონსერვატიულმა პარტია ბორის ჯონსონის ხელმძღვანელობით იმარჯვებს თემთა პალატის ვადამდელ არჩევნებში. ტორები იღებენ ხმების 43.6%-ს, ბრიტანეთის საარჩევნო სისტემის თავისებურებებით კონსერვატორებს სრული უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობა მიეცა: საერთო კრების პალატაში 650 ადგილიდან 365.

24 იანვარი: 2020

მას შემდეგ რაც თემთა პალატაში ჯონსონის ერთგულმა უმრავლესობამ ევროკავშირის დატოვების პირობები უპრობლემოდ დაამტკიცა, ბორის ჯონსონი, ევრო საბჭოსა და ევროკომისიის ხელმძღვანელობა, ინდივიდუალურად ლონდონსა და ბრიუსელში ხელს აწერენ ბრიტანეთის გასვლის შესახებ შეთანხმებას.

31 იანვარი 2020

ბრიტანეთი ოფიციალურად გადის ევროკავშირიდან, თუმცა რეალურად ჯერჯერობით თითქმის არაფერი იცვლება: ბრიტანეთი კარგავს წარმომადგენლობას და სიტყვის უფლებას ევროკავშირის მმართველ ორგანოებში, მაგრამ რჩება ევროკავშირის ეკონომიკური სივრცის ნაწილად და აგრძელებს მისი წესების დაცვას გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე, რომელიც 2020 წლის 31 დეკემბრამდე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში, მხარეებმა უნდა მოილაპარაკონ იმის შესახებ, რა პირობებში ივაჭრებენ და გააგრძელებენ თანაცხოვრებას მომავალში.

 

მომზადებულია BBC - ის მიხედვით

 

 

 

დღის ამბები