09 სექტემბერი 2026,   12:31
ვრცლად
ყველამ დაიწყნაროს ნერვები, ადამიანს, რომელსაც ნერვული სტრესი აქვს, ყველა ინფექცია ადვილად ერევა - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ საზოგადოებას ურჩია ნერვები დაიწყნაროს. იმნაძის თქმით, ადამიანი, რომელსაც ნერვული სტრესი გააჩნია, ინფექციას ადვილად იზიდავს.

პაატა იმნაძის თქმით, საზოგადოება კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციებს არ უნდა აჰყვეს, რადგან ნებისმიერ საჭირო ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან მიიღებს.

"პირველ რიგში, ყველამ ნერვები უნდა დაიწყნაროს, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელსაც ასე ვთქვათ, ნერვული სტრესი აქვს, იმას ყველა ინფექცია ადვილად ერევა. ამიტომ პირველ რიგში ძალიან ვთხოვ ყველას, ნერვები დაიწყნაროს. ყველაფერი, რაც საჭიროა, ზუსტი ინფორმაცია ჩვენგან ყოველთვის გექნებათ," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები