19 აპრილი 2024,   22:45
ვრცლად
მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი სასამართლომ გაამართლა

მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაამართლა - აღნიშნული "რუსთავი 2-ს" თემურ აბაზოვის უფლებადამცველმა, გაგი მოსიაშვილმა დაუდასტურა, რომლის თქმითაც,  ბრალდებულებს გამამართლებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გირაოს თანხები დაუბრუნდებათ. 

მარნეულის ყოფილ მერს ბრალად ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანური მოპყრობა ედებოდა. სასამართლომ თემურ აბაზოვთან ერთად, ბრალდებული სამი პირიც გაამართლა.

ელჩინ ალახვერდიევის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავა, ხოლო ამავე მოქალაქის ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო საქართველოს პარლამენტის წევრის, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" აზერ სულეიმანოვის, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, პარტია "ქართული ოცნებიდან," რამინ ალახვერდიევის და მარნეულის მერის ნათესავის, მოქალაქე გულიევის მიმართ.

2018 წლის 14 ივნისს თემურ აბაზოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო 2018 წლის 13 დეკემბერს იგი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

დღის ამბები