24 აპრილი 2024,   18:38
ვრცლად
აჭარის მთავრობის პარიზში ვიზიტი ბათუმში პერფომანსით გააპროტესტეს

ბათუმის მერიაში კროასანები მიიტანეს - არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" აქტივისტებმა პარიზში აჭარის მთავრობის წევრების ვიზიტი გააპროტესტეს.

პარიზში გამოფენაზე ქალაქის მერი ლაშა კომახიძეც იმყოფება. აქციის მონაწილეების თქმით, რეგიონში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა, ადგილობრივი ხელისუფლება კი "პარიზულ არდადეგებზეა წასული და ფრანგულ კროასანებს მიირთმევს".

აქციის მონაწილეებს კროასანების მერიის შენობაში შეტანა სურდათ, თუმცა დაცვის სამსახურმა მათ ამის საშუალება არ მისცა. აქტივისტებმა კროასანები სიმბოლურად შენობის ფანჯარასთან დატოვეს.

აჭარის მთავრობის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პარიზში ქართველი მხატვრების გამოფენას ესწრება.

დღის ამბები