09 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
ესპანელი ექთანი ებოლას ვირუსისგან განიკურნა

შვედეთში ებოლას სიმპტომების მქონე მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს. სტოკჰოლმში ის ახლო აღმოსავლეთიდან ჩავიდა და საბაჟო კონტროლის გავლის დროს შეუძლოდ გახდა.

პაციენტი კლინიკაში აეროპორტიდანვე გადაიყვანეს და ანალიზები ჩაუტარეს, თუმცა პასუხი ჯერ ცნობილი არ არის.

პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ საშიში ვირუსისგან თითქმის მთლიანად განიკურნა ესპანელი ექთანი, რომელსაც დაავადება აფრიკაში დაინფიცირებული სასულიერო პირების მკურნალობის დროს გადაედო. მისთვის ჩატარებულმა ბოლო ანალიზებმა ებოლაზე უარყოფითი შედეგი აჩვენა.

ებოლას გავრცელების პრევენციულ ზომებს შეუერთდა ბრიუსელიც. ქვეყნის აეროპორტებში მგზავრების სპეციალურ სკანირებას იწყებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები