18 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
აჭარის ტელევიზიაში "შავი ფული" მოძრაობდა - არხის დირექტორი გიორგი კოხრეიძე

"რაში სჭირდებოდა მოადგილეები? რაში სჭირდებოდა გამეორებული ფუნქციები?"- ასე უპასუხა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მან საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეების შტატის გაუქმება

გიორგი კოხრეიძის თქმით, არხის რეორგანიზაციის პროცესში მოკვლევისას ტელევიზიაში "შავი ფული" დაფიქსირდა. 

"მოკვლევებში, მე არ ვიცი რა იქნება, როგორ იქნება, გამოჩნდება რაიმე გადაცდომა და კანონდარღვევა, შესაბამისი იქნება ჩემი მოქმედება. რაში სჭირდებოდა მოადგილეები? რაში სჭირდებოდა გამეორებული ფუნქციები. ეს არის გაფრთხილება, პროცედურული საკითხია, რომ შეთავაზება და ის, სადაც გადაინიშნება და სადაც თავის თავსაც ხედავს, ეს იქნება ამის შემდგომ. თუ მიიღებენ, რა თქმა უნდა, საბჭო თუ მიიღებს. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია აქ იმასთან მიმართებაში, თუ როგორ მოძრაობდა რაღაც განსხვავებული, არაბიუჯეტური ფული ორგანიზაციაში. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი რამე იწვევს კითხვის ნიშნებს ორგანიზაციასთან მიმართებაში. აჭარის ტელევიზიაში შავი ფული მოძრაობდა. არსად არ არის დაფიქსირებული მისი არსებობა,"- განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.

დღის ამბები