26 აპრილი 2024,   16:33
ვრცლად
საფრანგეთში კორონავირუსით  ჩინელი ტურისტი დაიღუპა

საფრანგეთში კორონავირუსის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა. ეს ევროპაში ახალი ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა, ინფიცირებული ჩინელი ტურისტი იყო.

ინფექცია საზღვრებს თანდათან არღვევს. კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა ეგვიპტეშიც. პაციენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ახალი შემთხვევები ჩინეთის გარდა 28 ქვეყანაში ფიქსირდება. ჩინეთში კი კიდევ 146 ადამიანი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით ვირუსმა უკვე 1526 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რიცხვი კი 67 ათასს აჭარბებს.

არსებობს პოზიტიური სტატისტიკაც, 9 ათასამდე პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსის გავრცელების საშიშროების გამო ჩინეთის ხელისუფლება ზომებს ამკაცრებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, პეკინში სხვადასხვა ქალაქიდან დაბრუნებული ნებისმიერი ადამიანი ორკვირიან კარანტინს გაივლის. ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა კი ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობა დაიწყეს.

ამერიკის შეერთებული შტატები იაპონიის საპორტო ქალაქ იოკოჰამაში გაჩერებული გემიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს. ლაინერზე 4 ათასამდე მგზავრი კვლავ კარატინში რჩება, მათგან ახალი კორონავირუსი 218 ადამიანს დაუდგინდა.

დღის ამბები