რა გეგმები აქვს 7 წლიანი პატიმრობის შემდეგ ყოფილი პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს - ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილი განცხადებით, ვანო მერაბიშვილი საკითხზე განცხადებას თავად გააკეთებს.
როგორც ადვოკატი აცხადებს, მერაბიშვილი პატიმრობის პერიოდს ღირსეულად გაუმკლავდა.
"მან ღირსეულად შეძლო ამ პერიოდის გავლა. ის ხვალ დატოვებს საპატიმროს. თუ სად გააგრძელებს საქმიანობას, ამასთან დაკავშირებით თავად გააკეთებს განცხადებებს. რაც შეეხება - ველოდებით თუ არა სურპრიზებს, გეტყვით, რომ - არა, რადგან ტექნიკურადაც ვერ მოასწრებენ", - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.
ვანო მერაბიშვილი ხვალ სასჯელაღსრულების დაწესებულებას დატოვებს. ის 2013 წლის 21 მაისს ორი მუხლით დააკავეს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან არამიზნობრივად დახარჯულ თანხას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ.