26 აპრილი 2024,   00:46
ვრცლად
ზვავსაშიშროება კობი-გუდაურის გზაზე - სამუშაოები ხვალ დილიდან დაიწყება

კობი-გუდაურის გზის გასახსნელად სამუშაოები ხვალ დილიდან დაიწყება, დღის ბოლომდე კი, სავარაუდოდ გზის გახსნაც შესაძლებელი გახდება - ამის შესახებ გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა. 

კობი-გუდაური ზვავსაშიშროების გამო ისევ ჩაკეტილია. საზღვრისკენ მიმავალ გზაზე ორი დღეა რამდენიმე კილომეტრიანი რიგია. შეზღუდვა ვრცელდება, როგორც ტრაილერებზე, ასევე მსუბუქ მანქანებზე. უამინდობის გამო ვერ იწყება ვერც გაწმენდითი სამუშაოები.

"ძალიან ცუდ პირობებში ვართ. გვაქვს საპირფარეშოების, საჭმლისა და ვალუტის პრობლემა. ღამით გვცივა, გავიყინეთ და დავიღალეთ. ბავშვებს და ქალებს ძალიან გვიჭირს ამ პირობებში ყოფნა," - განაცხადა მგზავრმა რობია მობოროვამ.

დღის ამბები