კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ გამკაცრებულია გადაადგილება ვალეს საბაჟო გამშვებ პუნქტზე. ქართველი მებაჟეები პირბადეებითა და სპეციალური ეკიპირებით ამოწმებენ თურქეთიდან შემოსულ ყველა მანქანასა და მგზავრს.
ტაქსის მძღოლები, ბენზინგასამართი სადგურისა და კაფე-მარკეტის თანამშრომლები ამბობენ, რომ კორონავირუსის გამო საბაჟოზე თითქმის აღარავინ მოძრაობს.