09 სექტემბერი 2026,   08:33
ვრცლად
ხმაური ფოთის ბაზარში - ადგილზე მობილიზებულია პოლიცია

ხმაური ფოთის ბაზარში. მოვაჭრეებმა ბაზრის ტერიტორიაზე შესასვლელი გზა ჩაკეტეს.

რეალიზატორების თქმით, მათთვის გამოყოფილი ფართი ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაუნგრიეს, ბაზრის მეპატრონემ კი, ახალ სავაჭრო ფართში მაღალი გადასახადი დაუწესა, რისი გადახდის შესაძლებლობაც მათ არ გააჩნიათ.

რეალიზატორები ბაზრის ადმინისტრაციას ბიზნესის შევიწროებაში ადანაშაულებენ. ბაზრის ადმინისტრაცია კი, რეალიზატორების პრეტენზიას უსაფუძვლოს უწოდებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დღის ამბები