ქართულმა მხარემ იაპონიაში ოფიციალური შეხვედრები დაასრულა. ირაკლი მეზურნიშვილმა წარმომადგენელთა პალატაში, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან ორმხრივი ურთიერთობები და იაპონიის მტკიცე მხარდაჭერა განიხილა.
PABSEC-ში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, 4-ტრილიონიანი ეკონომიკის მქონე იაპონიასთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად და ინვესტიციების მოსაზიდად დიდი პოტენციალი არსებობს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბიზნესის სიმარტივით მსოფლიოში მე-7 ადგილზე მყოფი საქართველო იაპონური კომპანიების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.
"ურთიერთნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაყრდნობით, შევთანხმდით, რომ ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე უნდა ავიყვანოთ. მნიშვნელოვანია, გაიზარდოს როგორც იაპონური ინვესტიციები საქართველოში, ისე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა.
ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს იაპონია-საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაც, რომლის საქმიანობაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს იაპონიის ყოფილი ელჩი საქართველოში.
ასევე, კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ საქართველო მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის მხრივ მეშვიდე ადგილზეა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულია, როგორც ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს მქონე ქვეყანა", - აცხადებს იაპონიის წარმომადგენელთა პალატის წევრი და იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე იჩირო აისავა.