გრემის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ მშენებლობას სასულიერო და საერო პირები აპროტესტებენ.
ყვარლის მუნიციპალიტეტში, გრემის, ენისელის, ალმატის და საბუის მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები გრემის მთავარანგელოზის ტაძრის მიმდებარედ კერძო ინვესტორის მხრიდან, სამშენებლო სამუშაოების დაწყებას აპროტესტებენ. მათი თქმით, რაც ინვესტორმა სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, ტაძრის გუმბათიდან ქვები ცვივა.
"ლოცვაზე ვიდექით, როცა უცებ ბათქაში ჩამოიშალა და ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა, რადგან მშნებელობა დაიწყეს. არც ვიცოდით ვინ იყიდა, ან როდის გაიყიდა. არ შეიძლება მანდ რამის აშენება, საფრთხეს უქმნის ტაძარს. შაჰ-აბასმა რაც დააკლო, ესენი უმატებენ,"- ამბობს გრემის მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი მამა იოანე.
არსებული ინფორმაციით, გრემის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ, ღვინის მარანი შენდება.