09 სექტემბერი 2026,   12:32
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მაღალი ტემპერატურით ახალგაზრდა მამაკაცი მოათავსეს

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, მაღალი ტემპერატურით, ახალგაზრდა მამაკაცი მოათავსეს.

კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში ზესტაფონიდან მიიყვანეს, მას სამსახურიდან გამომდინარე შემხებლობა ჰქონდა ირანელებთან.

მამაკაცი ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული, მას სათანადო მკურნალობა უტარდება, მისი ანალიზები კი გაგზავნილია ლაბორატორიაში.

ექიმის თქმით, ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსის შესაძლო შემთხვევის გამო, სულ ექვსი პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ერთი ბავშვია, ყველა მათგანი საზღვარგარეთ იმყოფებოდა. პაციენტების კვლევის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

დღის ამბები