18 ნოემბერი 2024,   09:29
ვრცლად
"ლეიბორისტული პარტია" წინასაარჩევნო დაპირების შესრულებასა და ნამოხვანის ჰესის აშენების ნებართვის გაუქმებას მოითხოვს

"ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის გაცემის ნებართვას ეხმაურება.

"ლეიბორისტული პარტია" წინასაარჩევნო დაპირების შესრულებასა და ნამოხვანის ჰესის აშენების ნებართვის გაუქმებას მოითხოვს.

"რამდენიმე დღის წინ, გარემოს დაცვის სამინისტრომ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო. მან გასცა ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობაზე დანაშაულებრივი ნებართვა. მათ არც კი შეისწავლეს კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. ექსპერტებმა და სეისმოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელმა დადეს დასკვნა, რომ იმ მასალებით აპირებენ  მშენებლობას, რომელიც გათვლილია 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაზე. ეს იმის ფონზე, როდესაც ჩვენ რაჭაში 7 და მეტი სიმძლავრის მიწისძვრა," - განაცხადა საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელმა, ლაშა ჩხარტიშვილმა. 

დღის ამბები