09 ოქტომბერი 2024,   20:22
ვრცლად
სპეცოპერაცია „ქართული“ - დაკავებულია 28 მოქალაქე

ესპანელმა სამართალდამცველებმა ქურდობაში ბრალდებული საქართველოს 28 მოქალაქე დააკავეს. მადრიდში ჩატარებული სპეცოპერაცია „ქართულის“ ფარგლებში დაკავებულ ქართველებს შორის ე.წ "კანონიერი ქურდებიც“ არიან.

წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს მოაქლაქეებს ესპანეთის საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები 50-მდე საცხოვრებელი სახლის ძარცვაში ადანაშაულებენ.

არსებული ინფორმაციით, ამოღებულია ძარცვის შედეგად მითვისებული ნივთებისა და თანხის ნაწილი. ცნობილია, რომ სპეცოპერაციას ესპანელი სამართალდამცველები გასული წლის 6 ივნისიდან ატარებდნენ.

დღის ამბები