სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ ჰოლივუდის კინოპროდიუსერს ჰარვი ვაინშტაინს 23 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
ვაინშტაინი 80-ზე მეტმა ქალმა სექსუალურ ძალადობაში ამხილა. სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობის შესახებ პირველი ინფორმაცია 2017 წლის ოქტომბერში გავრცელდა.
კინოპროდიუსერის მსხვერპლ ქალებს შორის ძალადობის შესახებ განცხადებებს ჰოლივუდის ვარსკვლავები ანჯელინა ჯოლი, გვინეტ პელტროუ, უმა თურმანი და სელმა ჰაიეკი აკეთებდნენ.
მისი მხრიდან ძალადობის და შევიწროვების მსხვერპლმა ქალებმა, რომელთა უმრავლესობა ვარსკვლავი და ცნობილი სახეა, ვაინშტაინის წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანია #MeToo წამოიწყეს.
თავად კინოპროდიუსერი დანაშაულს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ ქალები, კარიერის შექმნის თვალსაზრისით მასთან ინტიმურ ურთიერთობას თავად თანხმდებოდნენ.
განაჩენის გამოტანამდე, ცოტა ხნის ხნის წინ ის გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასამართლოს გადაწყვეტილება კი,რომლითაც კინოპროდიუსერს ჰარვი ვაინშტაინს 23 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.