კანონის უზენაესობის 2020 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა.
გარდა ამისა, ამ ინდექსით საქართველო მეშვიდე ადგილზეა მაღალი, საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების ჯგუფში. აღსანიშნავია, რომ საქართველო მაღალი საშუალოშემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ათეულში 2016 წლის შემდეგ მეორედ მოხვდა. კორუფციის არარსებობა, ღია მმართველობა, მთავრობის უფლებამოსილება, ფუნდამენტური უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, აღსრულება, სისხლისსამართლებრივი და სამოქალაქო მართლმსაჯულება.
8 ფაქტორიდან 6 ფაქტორში საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა. 4-დან გამორჩეულია კრიმინალისგან თავისუფლების/დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის ინდიკატორი, რომლის მიხედვითაც საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველია. ევროპის საუკეთესო ათეულში 7-ე ადგილზეა, მსოფლიოში კი – 11-ე პოზიციაზე.
ასევე კორუფციისაგან თავისუფლების მაჩვენებელში, სადაც საქართველო გარდა იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა, ევროპის საუკეთესო ოცეულში 15-ე პოზიციაზე მოხვდა.
"საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში და ცენტრალურ აზიაში არის პირველ ადგილზე კორუფციასთან ბრძოლის ნაწილში, სისხლის სამართლის საუკეთესო სისტემის ნაწილში. ეს რა თქმა უნდა, ჩვენ გვახარებს, მარგამ ეს ნიშნავს იმას, რომ მუშაობა უნდა გაგრძელდეს იმისთვის, რომ ეს ადგილი შევინარჩუნოთ და არ გვქონდეს არამცთუ უკანსვლა, არამედ არ გვქონდეს ერთ ადგილზე გაჩერება და ჩვენ მუდმივად უნდა ვიაროთ წინ,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.