13 სექტემბერი 2026,   20:09
ვრცლად
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ბესიკ თამლიანი პატიმრობაში დატოვა

20 ივნისის მოვლენებისას დაკავებული ბესიკ თამლიანი პატიმრობაში რჩება - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო.

დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ბესიკ თამლიანის ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის შუამდგომლობას დააყენა და პატიმრობის 1000 ლარიანი გირაოთი შეცვლა მოითხოვა.

აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ბრალდებულის მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის საფრთხე კვლავ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, პოლიციის  წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები