08 სექტემბერი 2026,   23:28
ვრცლად
წყალტუბოს საკარანტინე ზონიდან ტემპერატურის მატების გამო 4 პირი კლინიკაში გადაიყვანეს

წყალტუბოს სანატოროუმში კარანტინში 84 მოქალაქე რჩება. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, გუშინ ტემპერატურის მატების გამო ოთხი პირის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, მათ შესაბამისი კვლევები და შემოწმება უტარდებათ.

ამასთან, გუშინ სანატორიუმში თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო სამი პირი შეიყვანეს. რაც შეეხებათ სხვა მოქალაქეებს, მათი მდგომარეობა დამაკამაყოფილებელია, რამდენიმე მათგანს კი სხვადასხვა სახის ჩივილი აქვს და მათაც შემოწმება უტარდებათ.

დღის ამბები