03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
საზოგადოება უნდა ჩაერთოს ოჯახური ძალადობის პრობლემის მოგვარებაში, - აშშ-ის ელჩი

„საზოგადოების ყველა რგოლი უნდა ჩაერთოს ოჯახური ძალადობის პრობლემის მოგვარებაში,“ - ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ბოლო პერიოდში მომხდარ ძალადობის ფაქტებს. ნორლანდმა ოჯახური ძალადობით დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. მისი თქმით, ძალადობა ყველა ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემაა.

„ყველა ისტორია თავისთავად საშინელია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროგრამები, რომლითაც ვეხმარებით სამართლადამცველებს, სასამართლო სისტემის თანამშრომლებს, რომ საზოგადოება გაუმკლავდეს ამ პრობლემებს. ჩვენ ვუცხადებთ თანადგომას გარდაცვლილთა ოჯახებს, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პოლიციელია დაჭრილი, რომელიც საავადმყოფოში იმყოფება,“ - განუცხადა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს.

დღის ამბები