12 მაისი 2024,   14:34
ვრცლად
ამ წუთებში თბილისის ქუჩების კურთხევა მიმდინარეობს

ამ წუთებში თბილისში ქუჩების კურთხევა მიმდინარეობს. მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სამების საკათედრო ტაძრიდან უკვე დაიძრნენ.

სასულიერო პირების თქმით, ამ ფორმით ისინი უფალს დახმარებას სთხოვენ, რათა მსოფლიოში გავრცელებული სენისგან ქვეყანა და ხალხი დაიცვას.

მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები რესპუბლიკის მოედანისკენ მიემართებიან, საიდანაც ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გაიშლებიან და თბილისის ყველა ქუჩას აკურთებენ

დღის ამბები