13 სექტემბერი 2026,   20:12
ვრცლად
ძლიერი თოვლი და უხვი ნალექი საქართველოში- გზებზე ტექნიკურ მარილს ყრიან

ძლიერი თოვისა და უხვი ნალექის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები გზებზე ტექნიკურ მარილს ყრიან. სპეციალური ტექნიკა მთელი ღამე საგანგებო რეჟიმში იმუშავებს.

ტექნიკური მარილი დაიყარა  დედაქალაქის ქუჩებში, ოქროყანაში, წავკისში, ტაბახმელაში, კოჯორში, კიკეთში, ბეთანიასა და წყნეთში.

თოვლს ავტომობილების გადაადგილებისთვის პრობლემები არ შეუქმნია. ამ დროისათვის შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში განაგრძობენ მუშობას.

დღის ამბები