საჩხერის სამედიცინო ცენტრში მყოფ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ. სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პასუხი 4 პირზე მიიღეს და ყველა უარყოფითია.
მისივე თქმით, ნაწილი საავადმყოფოში საკარანტინო ზონიდან მოხვდა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობის შემდეგ კარანტინში გადავლენ.
რაც შეეხება სასტუმროს, ამ დროისთვის იქ 28 მოქალაქეა მოთავსებული. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სასტუმროს საიზოლაციო ვადის გასვლის შემდეგ დატოვებენ.