09 სექტემბერი 2026,   20:33
ვრცლად
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 4 საეჭვო პაციენტი მოათავსეს

რესპირატორული ჩივილებით ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 4 საეჭვო პაციენტი მოათავსეს.

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის თამაზ კარანაძის თქმით, ისინი გვიან ღამით საკარანტინე სივრციდან გადაიყვანეს. მათ 37-ზე მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ.

კარანაძისვე ინფორმაციით, ოთხივე პირს აქვს რისკის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია. ისინი საქართველოში 1 კვირის წინ შემოვიდნენ და მას შემდეგ კარანტინში იმყოფებოდნენ.მათი ანალიზის პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. 

"ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ორი პაციენტია მოთავსებული რომელთაც ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსი აქვთ. ერთ პირს ინფექცია გუშინ დაუდასტურდა. ორივე მათგანის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია," - განაცხადა თამაზ კარანაძემ. 

აჭარაში 600-ზე მეტი პირი საკარანტინო ზონაში, 150-ზე მეტი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

დღის ამბები