ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის წარმომადგენლის მაკა სოლოღაშვილის თქმით, მათთან განთავსებული 3 პაციენტი ერთი ოჯახის წევრები არიან, რომლებსაც ამერიკაში მოგზაურობის ისტორია აქვთ. მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ:
"3 ინფიცირებული რომელიც გუშინ გამოვლინდა არის საზღვარგარეთ, ამერიკის შეერთებული შტატებში მოგზაურობის ისტორია, მაგრამ ოჯახი არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის, არ ჰქონიათ კონტაქტი, ჰქონდათ თვითიზოლაცია ჩამოფრენის დღიდან, ასე რომ ამ კუთხით გავრცელების საშიშროება არ არის. პაციენტების მდგომარეობა სტაბილური, დამაკმაყოფილებელია, მიმდინარეობს კვლევები და მკურნალობა," - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
მკვეთრად დადებითი დინამიკა აქვს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ ასაკოვან ქალს. კლინიკის გენერალური დირექტორის ლევან რატიანის თქმით, სტაბილურია დანარჩენი პაციენტების მდგომარეობაც:
"4 ინფიცირებული პაციენტი, რომელიც მკურნალობს ჩვენს კლინიკაში, მათი მდგომარეობა კვლავ სტაბილურია. ვვარაუდობთ რომ ეს ქალბატონი მე-14 დღეს გაეწერება ბინაზე ვინაიდან ასეთი მკვეთრი დადებითი დინამიკა გააჩნია ამ ეტაპზე," - აღნიშნა ლევან რატიანმა.