09 სექტემბერი 2026,   08:33
ვრცლად
COVID-19-ის გამო საპატრიარქომ ზიარების წესი არ შეცვალა - როგორ ჩატარდა წირვა სინოდის სხდომიდან მეორე დღეს

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარების გამო, ზიარების წესი არ იცვლება. ერთჯერადი ჭურჭლით მართლმადიდებლები მხოლოდ ზიარების შემდგომ სასმელს მიიღებენ. გადაწყვეტილება საპატრიარქოში გამართულ სინოდის სხდომაზე მიიღეს.

შედეგების გამოქვეყნებამდე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები კორონავირუსთან ბრძოლისთვის აუცილებელ რეკომენდაციებს გაითვალისწინებდნენ, თუმცა საპატრიარქოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საზიარებელი საერთო კოვზის ინფექციის წყაროდ მიჩნევა და მასზე უარის თქმა, მიუღებელია.

"ჩვენ ვითვალისწინებთ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაციას, ზიარება დღესაც არის და ხვალაც იქნება, როგორც სინოდმა დაადგინა, ზიარების წესი არ იცვლება. კოვზი როგორც იყო მანამდეც და შემდეგაც კარგად იწმინდება ბაღდადით. როგორც ეკლესიური სწავლებაა, შეუძლებელია, რომ კოვზით გადაეცეს სხვა ადამიანს ინფექცია," - აცხადებს ვაკის წმინდა სამების ეკლესიის მოძღვარი.

დღის ამბები