ფოთის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა მეუფე გრიგოლმა აღავლინა. გუშინ მწუხრისას მეუფის პრეს სპიკერმა დეკანოზმა ამბროსმა მრევლს გააცნო წესები ტაძარში წირვა-ლოცვის წესებში ახალი რეგულაციების შესაბამისი ცვლილებების შესახებ.
მრევლს სთხოვეს, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ტაძარში შესვლისაგან და მათ შესაძლებლობა მიეცემოდათ წირვა მოესმინათ ტაძრის ეზოში განთავსებული ხმის გამაძლიერებლების საშუალებით.
ახალი წესების მიუხედავად, დღეს ჩატარებულ წირვას მრევლის ერთი ნაწილი ტაძრის ეზოში, მეორე კი ტაძარში ესწრებოდა.
მეუფე გრიგოლმა წირვის პროცესში მრევლს გააცნო ახალი წესების აუცილებლობა და კურთხევა მისცა მათი მორჩილებისაკენ.