09 სექტემბერი 2026,   20:01
ვრცლად
გავუფრთხილდეთ ურწმუნო ადამიანებს რათა მათ სულში არ ჩადგეს შიში - მეუფე ანდრია

ატენისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია მრევლს მოუწოდებს, ურწმუნო ადამიანებს გაუფრთხილდნენ.

"გავუფრთხილდეთ ურწმუნო ადამიანებს რათა მათ სულში არ ჩადგეს შიში, რომელსაც ვერ გადალახავენ და არ მივცეთ მათ უფლება ვირუსის გავრცელებაში დაადანაშაულონ მორწმუნე საზოგადოება" - განაცხადა საკვირაო ქადაგების დროს ატენისა და გორის მიტროპოლიტმა.

მეუფე ანდრიას განცხადებით, წირვის შემდეგ მისი წინამძღოლობით სასულიერო პირები გორის სამხედრო ჰოსპიტალის და საავადმყოფო "გორმედის" ტერიტორიას აკურთხებენ.

მეუფის თქმით, ის მზად არის, საავადმყოფოში, კარანტინსა თუ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები აზიაროს ადგილზე.

დღის ამბები