09 სექტემბერი 2026,   20:08
ვრცლად
პატრულმა ვერ უზრუნველყო ამ დისტანციის დაცვა - დიმიტრი შაშკინი ზუგდიდში მომხდარ ფაქტს ეხმაურება

პირბადეების დარიგების გამო ზუგდიდში მომხდარ ფაქტს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დირექტორი ეხმიანება. დიმიტრი შაშკინი აცხადებს, რომ ადამიანებს შორის დისტანციის დაცვა განსაზღრულზე მეტი რაოდენობის პირის შეკრების გამო ვერ მოხერხდა და მომხდარში სამართალდამცველებს ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, გაფრთხილების მიუხედავად, ადგილზე მობილიზებული იყო მხოლოდ 2 საპატრულო მანქანა.

მომხდარის გამო სადეზინფექციო და ჰიგიენური საშუალებების დარიგება მოხალისეებმა ზუგდიდის ცენტრში გუშინ შეწყვიტეს. გადაწყდა, რომ ნივთებს ახალგაზრდები მოსახლეობას სახლში მიაწვდიან.

"ახალი ლიდერების ინიციატივითა" და "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" მხარდაჭერით, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და ხელთათმანები გუშინ დაარიგეს.

აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა და ადგილზე მისული ადამიანები დისტანციას ვერ იცავდნენ, რამაც პრობლემები შექმნა.

სამედიცინო აღჭურვილობის მისაღებად უამრავი ადამიანი შეიკრიბა, რამაც დისტანცირების მხრივ პრობლემები შექმნა. ადგილზე პოლიციელები იმყოფებოდნენ, თუმცა, არაერთი მოწოდების მიუხედავად, რიგისა და დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდა.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო საპატრულო პოლიციამ "ახალი ლიდერების ინიციატივა" საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საფუძველზე 15 000 ლარით დააჯარიმა.

 

დღის ამბები