თავდაცვის სამინისტროს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებთან კონტაქტში მყოფი 8 პირი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, სადაც ისინი დაკვირვების ქვეშ იქნებიან.
შეგახსენებთ, სამინისტროს 6 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგიონდა. დაიფიცირებულები მკურნალობის კურსს გორის სახმედრო ჰოსპიტალში გაივლიან.
ამ დროისთვის სამხედრო ჰოსპიტალში უკვე მკურნალობს დადასტურებული დიაგნოზის მქონე 3 სხვა პაციენტიც, ხოლო საკარანტინო სივრცეში 50 პირს აკვირდებიან. აქედან 29 სამხედრო მოსამსახურეა.