თბილისიდან ამსტერდამის მიმართულებით დილის 9 საათზე "ჯორჯიან ეარვეისის" კუთვნილი თვითმფრინავი აფრინდა. სპეცრეისით ქვეყანაში 180 ადამიანს ჩამოიყვანენ.
"ჯორჯიან ეარვეისის" ბორტის ეკიპაჟის წევრები სპეციალური ეკიპირებით არიან აღჭურვილნი. ამსტერდამიდან რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19:30 საათზე დაეშვება.
"ბოინგი გაფრინდა 9 საათზე. ამსტერდამში ამსტერდამის დროით იქნება 12 საათზე და შემდგომ, 1-ლ საათზე დაგეგმილია ამსტერდამიდან გამოფრინდეს საჰაერო ხომალდი. საქართველოში, თბილისში, ველოდებით 19:30 საათზე.
ყველა მგზავრმა უნდა გაიაროს 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის იდეალური ურთიერთობა ჩვენსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის," - აცხადებს "საქართველოს ავიახაზების" დირექტორი რომან ბოკერია.