ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, პრემიერის დავალებები პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმის შემუშავებაზე მნიშვნელოვანია და მისივე განმარტებით, სწორედ ასეთი მიდგომა შეუწყობს ხელს, კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, ეკონომიკის აღორძინებას.
"დღეს ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს პრემიერმა დაგვავალა, რომ დავიწყოთ მუშაობა პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე, ანუ, ეკონომიკის აღორძინებაზე მას შემდეგ, რაც იმედია სწრაფად და ეფექტურად დავამარცხებთ კორონავირუსს.
ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ცნობილია იმით, რომ რამდენიმე ნაბიჯით ვუსწრებთ მოვლენებს და სწორედ ამიტომ ვართ ერთ-ერთი სამაგალითო სახელმწიფო. ეკონომიკას რაც შეეხება, აქაც ასე მოვიქცევით, მართალია ჯერ ვირუსთან ბრძოლის შუა ეტაპზე ვართ, მაგრამ საჭიროა მზად შევხვდეთ იმ ეტაპს, როდესაც ვირუსს დავამარცხებთ,"- განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, მათავრობის მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე იმპორტის ჩამნაცვლებელი ქართული ბიზნესის განვითარებაა.
პრემიერის დავალების თანახმად, ამ გეგმაში ავამოქმედებთ ყველა არსებულ ბერკეტს, იქნება ეს "აწარმოე საქართველოში", რომლის ფარგლებშიც პირბადეებს ვკერავთ თუ სხვა. თუმცა ჩვენი მთავრი ამოცანა ამ ეტაპზე არის იმპორტის ჩამნაცვლებელი ქართული ბიზნესის განვითარება და უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ საკუთარი თავის უზრუნველყოფა შევძლოთ კრიტიკული პროდუქტებით.
ყველგან, სადაც გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი რესურსით დავაკმაყოფილოთ ჩვენივე ბაზარი ამას გავაკეთებთ. პროგრამა "აწარმოე საქართველოში" სრულად გადაეწყობა ახალ ამოცანებზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი გაგვაჩნია საკრედიტო-საგარანტიო ფონდი, რომელიც სწორედ კრიზისის დროს არს აქტუალური - გამოვიყენოთ. ამ მექანიზმის გაფართოება დაგვეხმარება, რომ ასობით მცირე და საშუალო ბიზნესი გადავარჩინოთ. ამის განვითარების ფირმას კი ჩვენ უახლოეს დღეებში შევთავაზებთ ქართულ ბიზნესს,"- განაცხადა ნათია თურნავამ