ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქცია გრძელდება. დემონსტრანტების თქმით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.
აქტივისტებმა მიმდებარე ტერიტორია, დაახლოებით, ერთი საათის წინ გადაკეტეს. ტერიტორიაზე იმყოფებიან სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები.
სატრანსპორტო კვანძი თითქმის სრულად პარალიზებულია. მელიქიშვილის ქუჩის მხარეს, რამდენიმე მიკროავტობუსი ჰყავთ გაჩერებული, რათა ტერიტორიაზე არ მოხდეს სხვა ავტომობილების გადაადგილება, გარდა ამისა, ადგილზე გაშლილია სამი კარავი. მათი თქმით ადგილზე ხვალ საღამოს 8 საათამდე დარჩებიან და ეს იქნება მათი პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა.
დემონსტრანტებს სიტყვით სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა მიმართეს. მათ ტერიტორიაზე მიტანილი აქვთ ხმის გამაძლიერებლებიც.
ლიდერები საზოგადოებას სამოქმედო გემის შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად, ერთი საათის ინტერვალით, მიაწვდიან.
მათ, ცოტა ხნის წინ, შეუერთდნენ ის პირებიც, რომლებიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.