კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, პარლამენტის შეკრების პირველი დღე ერთპარტიული იქნება, რადგან საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ "ქართული ოცნება" იქნება წარმოდგენილი.
მისივე განცხადებით, არცერთი ბარიერგადალახული კოალიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
"ამ საკითხში პრეზიდენტის ჩართვის მზადყოფნა გვაქვს, რომელსაც თავის მზაობა დაფიქსირებული აქვს. რაც შეეხება იმას, თუ რომელიმე კოალიცია უშუალოდ რას გააკეთებს, ეს არ არის ჩვენი შესაფასებელი, მაგრამ, დღეის მდგომარეობით, მათი მუდმივი განცხადებებით ვიცით, რომ არცერთი კოალიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას და ცხადია, პარლამენტის შეკრების პირველი დღე იქნება ერთპარტიული, იქ იქნება მხოლოდ "ქართული ოცნება", - განაცხადა ლანა გალდავამ.