აშშ-ში, მაიამის საერთაშორისო აეროპორტში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მგზავრმა იმშობიარა.
მედიის ინფორმაციით, ვიდრე ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდოდა, ქალს მშობიარობაში მაშველები, პოლიციის ოფიცრები და აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის სააგენტოს თანამშრომლები დაეხმარნენ.
აეროპორტის თანამშრომლის თქმით, ქალს ე.წ. ტრანსფერი ჰქონდა და ერთი რეისიდან მეორეზე უნდა გადამჯდარიყო, როდესაც მშობიარობა დაეწყო.
ექიმებმა ქალი და ბავშვი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დედაც და ახალშობილი ბიჭიც თავს კარგად გრძნობენ.