17 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
მამუკა მდინარაძე ცესკოს თავმჯდომარეზე განხორციელებულ თავდასხმაზე: "ლიბერალური ფაშიზმის კიდევ ერთი გამოხატულება. თუ ხალხის რეალურ განწყობაზეა საუბარი, ვინ - ვის და რას გადაასხამს, დავანახებთ, მაგრამ აქამდე არ გვინდა, რომ მივიდეთ"

ლიბერალური ფაშიზმის კიდევ ერთი გამოხატულება. შავი ლაქა გაიხადეს საკუთარ ბრენდად. არ შეიძლება სხვანაირად შავი ლაქის სამკლავური გაიკეთო ხელზე, თუ ეს შენი სიმბოლო არ არის, - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, რითაც გამოეხმაურა ცესკოს თავმჯდომარეზე განხორციელებულ თავდასხმას.

"გაგვცენ პასუხი: ჟარგონისთვის უკაცრავად და, მოსულა ასე, რაღაცების შესხმა? ილოცონ, რომ იმ კაცს თვალზე არაფერი სჭირდეს სერიოზული, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, როგორც ვიცი, ამაზეა დამოკიდებული. ეს თუ შეიძლება მერე, აბა, გაიარონ ქუჩაში. ეს თუ ჩვეულებრივი, მისაღები პროტესტი ფორმაა, მათ როგორ გაუპროტესტებენ, მერე დააკვირდნენ. ამ თემაში შევიდეთ? თუ ხალხის რეალურ განწყობაზეა საუბარი, ვინ - ვის რას გადაასხამს, დავანახებთ, მაგრამ აქამდე არ გვინდა, რომ მივიდეთ. ეს თუ პროტესტის გამოხატვის ჩვეულებრივი ფორმაა, კი ბატონო, შევიდეთ ამ თემაში და მერე ვინ დარჩება დაშლაქავებული და როგორ ივლიან ქუჩაში, შევხედავთ კარგად. პასუხი გაგვცენ კითხვაზე - ეს პროტესტის მისაღები ფორმაა? და ამ პასუხის შემდეგ გადავწყვიტოთ, ვინ, ვის რას როგორ გაუპროტესტებს", - განაცხადა მდინარაძემ

დღის ამბები