18 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა დაუშვა

საქართველოს პროკურატურამ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის და სოციალური დისტანციის დაცვის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი იმ ბრალდებულებისთვის, რომელთაც სატელეფონო კომუნიკაცია ბრალდების მხარის მიერ აქვთ შეზღუდული, სატელეფონო ზარების განხორციელების შესაძლებლობა დაუშვა.

საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ საკითხზე უკვე მიმართა იუსტიციის სამინისტროს.

"აღნიშნული გადაწყვეტილება  ხელს შეუწყობს  დისტანციურად ოჯახების მეტად ინფორმირებას. აღნიშნული შეღავათის დაწესება ასევე შეამცირებს მათი ადვოკატების დამატებით ვიზიტს პენიტენციურ დაწესებულებებში, რაც ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციას შეუწყობს ხელს,"- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები