18 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
მოხდა უკიდურესად საგანგაშო შემთხვევა, ყველამ უნდა დაინახოს, რამდენად აუცილებელია წესების მკაცრად დაცვა - პრემიერი COVID-19-ით გარდაცვლილზე

კორონავირუსით საქართველოში პირველი პაციენტის გარდაცვალებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. გიორგი გახარიას თქმით, ეს არის შემთხვევა, რომელმაც ყველას უნდა დაანახოს, რამდენად აუცილებელია წესების მკაცრად დაცვა:

"მისი სიცოცხლის გადასარჩენად ექიმებმა გააკეთეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ ეს არის ტრაგიკული შემთხვევა და მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის ჩვენ ვდგამთ მკაცრ ნაბიჯებს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ამ შემთხვევამ უნდა დაგვანახოს, ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს. ნაბიჯების სიმკაცრე ვიღაცის სურვილი არაა, ეს არის ტრაგიკული აუცილებლობა, რომელიც თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა დავიცვათ. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ პირველ რიგში პასუხისმგებლები ვართ ჩვენი მშობლების, მოხუცებულების  წინაშე და ეს ფაქტი, რომელიც მოხდა, არის უკიდურესად საგანგაშო, ეს არის ზარი რომელიც თითოეულმა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ არანაირი კომპრომისი ადამიანის სიცოცხლეებთან დაკავშირებით არ იქნება და თუ იქნება აუცილებლობა ღონისძიებების შემდგომი გამკაცრებისა, რა თქმა უნდა გავამკაცრებთ,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები