18 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
გადაწყვეტილება ძალიან უპასუხისმგებლოდ გამოიყურება - ეკა ბესელია გიორგი ჭიღვარიას გადადგომაზე

პარლამენტის დამოუკიდელები დეპუტატი ეკა ბესელია ქუთაისის ყოფილი მერის გიორგი ჭიღვარიას გადადგომას ეხმაურება.

ბესელიას შეფასებით, ძალიან შეუფერებელი დროა თანამდებობის დატოვებისთვის.

"არ არის ეს კარგი მაგალითი, რადგან ამ დროს, განსაკუთრებით, როდესაც აპრილის თვე მიიჩნევა ძალიან საპასუხისმგებლო თვედ და მობილიზებაა სრულად მუნიციპალიტეტების დონეზე, ეს გადაწყვეტილება ძალიან უპასუხისმგებლოდ გამოიყურება. მგონია, რომ ძალიან ცუდად არის შერჩეული წასვლისთვის თუ გაშვებისთვის ეს პერიოდი," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები