18 ნოემბერი 2024,   07:50
ვრცლად
აშშ-დან საქართველოში სკოლის 79 მოსწავლეს სპეცრეისით ჩამოიყვანენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხვალ აშშ-დან შედგება სპეციალური რეისი, რომელიც ამერიკაში მყოფ ქართველ სკოლის მოსწავლეებს სამშობლოში დააბრუნებს.

გიორგი გახარიამ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა აშშ-ის ადმინისტრაციას და საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ რეისით ჩამოვლენ სომხეთის მოქალაქე სკოლის მოსწავლეებიც:

"79 ქართველ სკოლის მოსწავლეს, რომელიც დღეს იმყოფება აშშ-ში ფაქტობრივად სპეციალური საშუალებებით გამოვიყვანთ იქიდან, ვისმა მშობლებმაც ეს სურვილი გამოთქვეს. ხვალ, 10-ში შედგება რეისი ამერიკის შეერთებულ შტატებიდან დოჰაში, ამ რეისის უზრუნველყოფას თავის თავზე იღებს ამერიკული მხარე, ხოლო დოჰადან თბილისში ჩამოყვანას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. გარდა ამისა, ჩვენ სომეხ კოლეგებთან ვითანამშრომლებთ, მათი მხრიდან იყო თხოვნა და ამ რეისით ამერიკიდან გამოვიყვანთ სომხეთის მოქალაქე 35 ბავშვს, ასევე სკოლის მოსწავლეებს," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები