მამუკა მდინარაძემ კორონავირუსის გამო შექმნილ ეკონომიკაში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი სახელმწიფოსთვის არიან ის ადამიანები, რომლებიც შექმნილი სიტუაციის გამო შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
მდინარაძის თქმით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ამ ადამიანების დახმარება იქნება. ამ კონტექსტში მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის მიერ ფონდში 100 მილიონის გადარიცხვს თემასაც შეეხო.
"არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ჩვენ გვყავს ადამიანი, რომელიც ქვეყანას და ხალხს უდგას იმგვარად გვერდით, რომ მისი იმედი ყოველთვის შეიძლება გქონდეს,"- განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, ჯანდაცვის სისტემის გამართულობის ერთ-ერთი ფაქტორი ისიცაა, რომ ბიძინა ივანიშვილს ამ სექტორში, დახმარების სახით, ნახევარ მილიარდ დოლარამდე აქვს ჩადებული.