18 ნოემბერი 2024,   07:48
ვრცლად
ყვარლის მეცხოველეობის ფერმა რძის წარმოებას განაგრძობს

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან, როსტომ სესიაშვილთან ერთად, ყვარელში მდებარე მეცხოველეობის ფერმა მოინახულა. სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფერმა სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით, დღიურად 23-25 ტონა რძეს აწარმოებს.

ქადაგიშვილის განცხადებით, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები.

როგორც კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა განაცხადა ქვეყანაში არსებული ვითარების პირობებში, ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ხელშეწყობის რეჟიმში ჩააყენოს ფერმერები, რათა პირველ რიგში დაცული იყოს ბალანსი - ადამიანების უსაფრთხოებასა და ადგილობრივი პროდუქციის შეუფერხებელ წარმოებას შორის.

დღის ამბები