08 ოქტომბერი 2024,   12:46
ვრცლად
არიან თუ არა ორსულები კორონავირუსის გამო რისკჯგუფში - ძირითადი რეკომენდაციები მათზეც ვრცელდება

ახალმა კორონავირუსმა გამოწვევის წინაშე მთელი მსოფლიო დააყენა, თუმცა გავრცელების რისკები ორმაგად საყურადღებო ფეხმძიმეებშია. ”კურიერის” სამი თანამშრომელი გუნდს დროებით სწორედ ამ მიზეზით დაემშვიდობა. თითოეული მათგანი სახლში უსაფრთხოების ზომებს მკაცრად იცავს, თუმცა განსხვავებული მიდგომები აქვთ.

"ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ასოციაციამ" რეკომენდაციები უკვე შეიმუშავა. გიორგი კავკასიძე ინფექციის პრევენციისთვის ერთ-ერთ გამოსავალს პირდაპირი კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვასა და ონლაინკონსულტაციებში ხედავს. მისივე განმარტებით, ორსულები რისკჯგუფებს არ მიეკუთნვებიან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ მაქსიმალური სიფრთხილე არ მართებთ.

რეპროდუქტოლოგთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ფეხმძიმე ქალები სწორედ რისკჯგუფის რგოლს უნდა მივაკუთვნოთ. მათივე რეკომენდაციით, თავის დაზღვევა განსაკუთრებით ორსულობის მე-12 კვირამდე და 28-ე კვირის შემდეგაა მნიშვნელოვანი.

ძირითადი რეკომენდაციები უცვლელია ორსულებისთვისაც. პირადი ჰიგიენა, პირბადისა და სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება და სოციალური დისტანციის დაცვა - ეს ის ძირითადი მოწოდებებია, რომლებზეც გინეკოლოგები ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებენ.

დღის ამბები