"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მიერ Stopcov ფონდში გადარიცხულ თანხასთან დაკავშირებით კითხვები უჩნდება.
ხატია დეკანოიძის განმარტებით, აღნიშნული თანხა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიებიდან გადმოირიცხა. "ნაციონალური მოძრაობა" ფონდის მიერ ტრანზაქციის ინფორმაციის გასაჯაროებასა და პროკურატურის მხრიდან დროული გამოძიების დაწყებას ითხოვს.
"ჩვენ გვყავს წყარო და ამასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე დღეა ვსაუბრობთ, რომ 100 მილიონი ლარი - გათეთრებული თანხა აკუმულირდა ოფშორიდან და შესაბამისი სქემის შემდეგ გადაირიცხა ფონდში. თუ ფონდი ამ ინფორმაციას ტრანზაქციების შესახებ არ გაასაჯაროებს, რის შესახებაც მათ იციან, ჩვენ მივმართავთ პროკურატურას, რომ დაიწყოს შესაბამისი მოკვლევა ამ საკითხზე,"- განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ხატია დეკანოიძემ.