09 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
უკრაინის მხარდამჭერი აქციები რუსეთში დაკავებებით დასრულდა

უკრაინის მხარდამჭერი აქცია სანქტ-პეტერბურგში დაკავებებით დასრულდა. მსვლელობა არასანქცირებული იყო და პოლიციის განყოფილებაში 7 დემონსტრანტი მოხვდა. მოსკოვში კი ერთი მომიტინგე სამართალდამცველებმა ჩხუბის დროს აიყვანეს. გავრცელდა ცნობა, რომ ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობის მომხრეებმა ერთ-ერთი მსვლელობის დროს უკრაინულ დროშას წითელი საღებავი დაასხეს და ფეხით გადაუარეს.

ე.წ. მშვიდობის მარში ერთდროულად რუსეთის რამდენიმე ქალაქში გაიმართა. უკრაინელებს სოლიდარობა გამოუცხადეს თურქეთში, პორტუგალიასა და იტალიაში, სადაც ასევე მოეწყო მშვიდობის მხარდამჭერი მსვლელობები.

ამავე თემაზე
დღის ამბები