09 სექტემბერი 2026,   20:35
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი იმყოფება

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსის სიმპტომებით ექვსი საეჭვო პაციენტი იმყოფება. მათ შორის არის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ოკუპირებული აფხაზეთიდან, ხოლო დანარჩენი პაციენტები კლინიკაში დადასტურებული კორონავირუსით მყოფი პირების კონტაქტებს წარმოადგენენ.

მათი ბიოლოგიური ნიმუშების კვლევა დღის განმავლობაში განხორციელდება.

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 17 პაციენტი მკურნალობს. აქედან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკას დღეს დატოვებს. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, 14 მათგანს პნევმონია აღენიშნება.

დღის ამბები